ბათუმში მაღაზია ''ტექნობუმი'' დაიწვა

05 აგვისტო 2018, 00:00 19747 ნახვა

(განახლებული)

ბათუმში, ტექნიკის მაღაზია "ტექნობუმში" ძლიერი ხანძარი იყო.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, შენობაში ცეცხლი დაახლოებით 2:30 წუთისთვის გაჩნდა. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი ხუსეინ სირაბიძე ამბობს, რომ  ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია მაღაზიის დიდი ნაწილი, 250 კვარდატული მეტრი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.  მაღაზიის მფლობელების ინფორმაციით, 100 000 დოლარის ღირებულების საქონელი განადგურდა.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც. 

 

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში