ამოღებულია დიდი რაოდენობით ჰეროინი

05 აგვისტო 2018, 00:00 1931 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს.პოლიციამ ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი1990 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე დააკავა,  რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაული 15-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში