''მშვიდობისა  და  უსაფრთხოებისთვის-2008  წლის  რუსეთ – საქართველოს  ომიდან  10  წლის  შემდეგ''

06 აგვისტო 2018, 00:00 2217 ნახვა

''მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ''- შეხვედრა ამ სახელწოდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე  უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი.

სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვდებიან  საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი ლიეტუვისა და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში