''მოვუაროთ ერს ფხიზელი გონებით'' - საკონსტიტუციოს წინ სასულიერო პირები და მრევლის ნაწილია შეკრებილი

06 აგვისტო 2018, 00:00 3246 ნახვა

ამ წუთებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სასულიერო პირები და მრევლის ნაწილია შეკრებილი, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ადამიანს მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი (ფულადი ჯარიმა) არ დაეკისრება. 

"ნარკოტიკი გზა ჯოჯოხეთისკემ", "მოვუაროთ ერს ფხიზელი გონებით", "მარიხუანის მოწევის ნებართვის დართვა ქვეყნის მტრობაა" - ამ შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის კურთხევით შეიკრიბნენ. 

აქციას დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია შეუერთდნენ. 

 

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებაზე სისიხლის სამართლებლივი სასჯელი მოიხნა, რომლითაც ადამიანს მარიხუანას მოწევისთვის აპატიმრებენ.    

 

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ დაანონსა და განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში