ეკლესია საკონსტიტუციო სასამარათლოს წინააღმდეგ - აქცია ბათუმში

06 აგვისტო 2018, 00:00 1625 ნახვა

ეკლესია საკონსტიტუციო სასამარათლოს წინააღმდეგ – ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის კურთხევით ჩატარებულ აქციაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღეს პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ. მათი ნაწილი სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად აპროტესტებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანის ლეგალიზებასთან დაკავშირებით.

სასულიერო პირების ნაწილი, კი საუბრობდა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების თაობაზეც. ამასთან ამბობდნენ რომ მარიხუანის მოხმარება ვნებს ჯანმრთელობას.  საკითხზე ცოტა ხნის წინ მართლმადიდიებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემაც იქადაგა. ამ აქციებისა და ინიციატივის სამართლებრივად შეფასების საჭიროებას ვერ ხედავენ არასამათვრობო ორგანიზაციებში. ამბობენ რომ სახელმწიფო სადაც პატივს სცემენ კანონის უზენაესობას, მსგავსი საკითხები არ უნდა დადგეს დღის წესრიგში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში