დღეს სასამართლო 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეს განიხილავს

07 აგვისტო 2018, 00:00 3061 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 4 წლის ბავშვის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ქალის წინასასამართლო სხდომა დაიწყება.

გამოძიება ბრალდებულის წინააღმდეგ სს კოდექსის 109- ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარ პატიმრობაშია. 

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლევან გელოვანი მტკიცებულების დასაშვებობისა და სადაოობის თაობაზე იმსჯელებს.  დღესვე გადაწყდება, როდის დაიწყება ამ საქმის არსებითი განხილვა.

მკვლელობაში ბრალდებული ზაორახონ მირბობიევა 14 ივნისს პოლიციას ჩაბარდა, მან გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი პოლიციაში თავად მიიტანა. ბრალდებულმა მოსამართლის კითხვაზე, სცობს თუ არა თავს დამნაშავედ, დუმილით უპასუხა.   

მოკლული ბავშვი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი საქართველოში დედასთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით დედას დეპორტი გაუკეთეს და საქართველოდან წასვლა მოუწია, ბავშვი კი მის მეგობართან, სავარაუდო მკვლელთან გადავიდა. 

მკვლელობის ადგილზე, მსხვერპლი და სავარაუდო მკვლელი ტრაგიკულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე გადავიდნენ.

მას ბრალის დადასტურების შემთხვევაში 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

პროცესზე გარდაცვლილი ბავშვის ძიძის ოჯახის წევრები იმყოფებიან.ამტკიცებენ, რომ მკვლელობაში მეორე ქალიც ფიგურირებს, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო და მის დასჯასაც ითხოვენ. ამბობენ, რომ ბავშვის ცხედარი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ თავად დაკრძალეს და ბავშვს მრავლობითი და ადრე მიყენებული დაზიანებებიც აღენიშნებოდა.

ამავე თემაზე: 4 წლის მოკლული ბავშვის ძიძა ამბობს, რომ ბავშვის სიკვდილში სხვა პირიც არის დამნაშავე, რომელიც არ დასჯილა

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში