ქობულეთის სანაპიროზე ბუნგალო დაიწვა

08 აგვისტო 2018, 00:00 8421 ნახვა

ქობულეთის სანაპიროზე ბუნგალო "ჰავანა" დაიწვა, ინფორმაციას INFO ქობულეთი ავრცელებს. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ცეცხლი სანაპიროზე განთავსებულ ხის კონსტრუქციებს გვიან ღამით გაუჩნდა.

როგორც უწყებაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, შეტყობინებაზე ორი სახანძრო ავტომობილი გავიდა, ადგილზე მისულ მეხანძრეებს კონსტრუქცია პრაქტიკულად დამწვარი დახვდათ. 

"შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა, ადგილზე 2 სახანძრო ავტომობილი გავიდა და მალევე მოხდა ცეცხლი ლოკალიზება, ხის კონსტრუქცია მალევე დაიწვა" - გვითხრა  აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მოადგილემ ხუსეინ სირაბიძემ

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ფოტო: ფოტო: რომან თხილაიშვილი

ამავე კატეგორიაში