პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

08 აგვისტო 2018, 00:00 2241 ნახვა

საქართველის პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისთვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ: გიგა ჩიხლაძე - ტელეკომპანია "ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიოს, RFI-სთვის მუშაობდა, სტან სტორიმანსი - ტელეკომპანია RTL-ის ოპერატორი და ალექსანდრ კლიმჩუკი - "იტარტასის" ფოტორეპორტიორი. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ.


ამ დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფოტოგამოფენაც გაიმართა, სადაც ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა. პრეზიდენტის სასახლეში ასევე მოეწყო თომა ჩაგელიშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის, "ჰიბრიდული ომის" ჩვენება.

ამავე კატეგორიაში