''აღმოაჩინე ქვემო სილეზია'' - ფილმის პრეზენტაცია

08 აგვისტო 2018, 00:00 2554 ნახვა

''აღმოაჩინე ქვემო სილეზია''- ასე ჰქვია  დოკუმენტურ ფილმს რომლის პრეზენტაციაც დღეს  კინოთეატრ ''აპოლო''- ში გაიმართა.   იგი  ''აჭარლები- ბეშუმიდან- ბათუმამდე'' პოლონელი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმის საპასუხო ვერსიაა. ქვემო სილეზიის რეგიონის შესახებ ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეჟისორმა ,იმედა თავდგირიძემ  მოამზადა. 

გადამღები ჯგუფი ფილმზე 10 დღის განმავლობაში მუშაობდა. მასში  ქვემო სილეზიის კულტურა და ადათ-წესებია ნაჩვენები, ასევე  მოთხრობილია  ქალაქების არქიტექტურული ნიმუშებისა და მათი განვითარების ისტორია. რეჟისორი ამბობს,რომ  ის, რისი ჩვენებაც განსაკუთრებით უნდოდათ მაყურებლისთვის იქ მყოფი ქართველების ცხოვრებაა.  ფილმი რეგიონებს შორის გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.  ,,აღმოაჩინე ვროცლავი და აღმოაჩენ სიყვარულს შენში’’ 35 წუთიანი დოკუმენტური ფილმი  ამ ფრაზით  სრულდება.  

ფილმის ჩვენების შემდეგ,  ქალაქის მერმა, ქვემო  სილეზიის მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის უფროსს ,, საპატიო ბათუმელი’’-ს  წოდება მიანიჭა.

ამავე კატეგორიაში