თურქეთში წყალდიდობის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

08 აგვისტო 2018, 00:00 7701 ნახვა

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, ორდუში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის შედეგად, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ  არიან, რომლებიც ამ პროვინციაში სეზონური სამუშაოების დროს ჩადიან.  

საკონსულოს ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ, ისინი ფაცაში სპორტულ დარბაზში არიან შეკრებილები, მათ აქვთ საკვები და საფრთხე არ ემუქრებათ. 

"ორდუს გუბერნიაში, დღეს ძლიერი წყალდიდობა იყო. მთელი დღის განმავლობაში, გენერალური საკონსულო კავშირზე იყო ქართულ სათვისტომოებთან უნიესა და ფაცაში, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეების შესახებ. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამ დროისათვის, სეზონური მუშები, მათ შორის ქართველები, შეკრებილნი არიან ერთად ფაცას სპორტულ კომპლექსში და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ისინი არიან უზრუნველყოფილნი საკვებითა და სამედიცინო დახმარებით" - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში