აკრძალვის მიუხედავად მამაკაცი ზღვაში შევიდა, ის მაშველებმა გადაარჩინეს

09 აგვისტო 2018, 00:00 13423 ნახვა

ბათუმში, გონიოს სანაპიროზე მაშველებმა მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. აკრძალვის მიუხედავად, კაცი ზღვაში შევიდა და სანაპიროდან 100 მეტრის დაშორებით შველას ითხოვდა. 

მაშველები წყალში თოკების მეშვეობით შევიდნენ. კადრებში ჩანს, რომ წყლიდან ამოსვლაში მათ მოქალაქეებიც დაეხმარნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს: დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს

"ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს! გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები!" - მიმართავს უწყება მოქალაქეებს და დამსვენებლებს. 

ამავე კატეგორიაში