მახინჯაურში დატბორილი ქუჩები ამოტუმბეს - მოძრაობა აღდგა

10 აგვისტო 2018, 00:00 2464 ნახვა

რამდენიმე საათიანი შეზღუდვის შემდეგ, მახინჯაურის ცენტრში მოძრაობა აღდგა. დატბორილი ქუჩების გამო გადაადგილება გართულებული იყო. საგზაო მოძრაობას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც, რომლის მეშვეობით მიმდებარე ტერიტორიიდან წყლი ამოტუმბეს.

ცენტრალური გზის დატბროვა შლამის გამო მოხდა, რომელიც სანიაღვრე არხებში დაილექა და წყალი აღარ გაატარა.

ამ დროისთვის, შეზღუდვები აღარ არსებობს. 

განახლებული:

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში