''ქალები ომში''-სიტყვებით და ფოტოებით მოყოლილი ამბები

10 აგვისტო 2018, 00:00 2099 ნახვა

 sHEROes, ასე ჰქვია წიგნს, რომელიც იმ ქალების ამბებს გვიყვება, რომლებიც უნებურად, აგვისტოს ომის მონაწილეები აღმოჩნდნენ. რა ხდებოდა იმ უმძიმეს დღეებში და როგორ ცხოვრობენ ეს ქალები დღემდე... რას განიცდიან, რაზე ფირობენ, რისი გახსენება უნდათ და აღარ უნდათ... წიგნის სახელწოდება sHEROes, იმას მიგვანიშნებს, თუ როგორ იქცნენ ქალები გმირებად -  ომისა და მშვიდობის გმირებად, მერე კი, წიგნის გმირებად.

ამ ამბავს მწერალი და ფოტოგრაფი ერთდროულად გვიყვებიან და ამიტომაც, ტექსტი და ფოტო აქ თანაბარი მნიშვნელობისაა. ამბავს მწერალი სალომე ბენიძე გვიყვება და ფოტოგრაფი დინა ოგანოვა გვიჩვენებს. წიგნის პრეზენტაცია აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, პროექტად იქცა და ფოტოგამოფენის სახით, საქართველოს რამდენიმე ქალაქი მოიარა. 9 აგვისტოს წიგნები და გამოფენა ბათუმს ეწვივნენ.  წიგნი გამოსცა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში“ . გამოფენა და პრეზენტაცია  ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში შედგა.  

ამავე კატეგორიაში