ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, ძებნილი რუსლან შავაძე ბათუმში დააკავეს

10 აგვისტო 2018, 00:00 2888 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,გუშინ ბათუმში ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული,1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლომ  გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ამავე კატეგორიაში