აჭარის ტელევიზიის შენობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გაარემონტებს

12 აგვისტო 2018, 00:00 1785 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის  ნაწილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გაარემონტებს,  რისთვისაც  94 ათასი ლარი დაიხარჯება. ტელევიზიის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სარემონტო სამუშაოების განხორციელების  თხოვნით,  სააგენტოს  მაუწყებელმა მიმართა. სატენდერო პირობების თანახმად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება  შენობის მეორე სართულს, შეიცვლება ამორტიზებული კიბე  და შეკეთდება სახურავი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის  განცხადებით, ახალი შენობის საკითხი,   კოსმეტიკური სამუშაოების მიუხედავად,  კვლავ   დღის წესრიგში  რჩება.

ამავე კატეგორიაში