ბონი - გარადოკის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ პრობლემებს გაეცნო ბათუმის მერი

13 აგვისტო 2018, 00:00 1818 ნახვა

ბონი - გარადოკის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ პრობლემებს გაეცნო ბათუმის მერი.   ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ე.წ შაინხაის  დასახლებაში ავარიული - ბარაკული  სახლები და მაიაკოვსკის ქუჩის მიმდებარედ არსებული გარე-ვაჭრობა დასახელდა.  მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებასაც ითხოვს.    

მაიაკოვსკის ქუჩის 7 ნომერში მცხოვრები მარინა მექვაბიშვილის თქმით, უხვი ნალექის დროს  ქუჩა იტბორება, რის გამოც გადაადგილება რთულდება. ლაშა კომახიძემ მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა. 

ამავე კატეგორიაში