საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებზე მიმართვასა და დახმარებისთვის, საქართველოში 4 პირი დააკავეს

13 აგვისტო 2018, 00:00 2371 ნახვა

სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც "ე.წ კანონიერ ქურდებს", რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, საქმეების გასარჩევდ მიმართავდნენ ან ეხმარებოდნენ. 

დაკავებულია 4 პირი, რომლებსაც ბრალად  „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა" და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“ ედებათ ბრალად. ასევე, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი "კანონიერ ქურდ'' თენგიზ ხოფერიას, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 3-დან 7 წლამდე, 7-დან 10 წლამდე და 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა პირებმა ფინანასური დავის გადაწყვეტა კრიმინალურ ავტორიტეტის ჩართულობით გადაეწყვიტეს. 

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 2018 წლის მ​აისში  ერთერთმა ბრალდებულმა დ.გ.-მ, რომელსაც ფინანსური საკითხზე დავა ჰქონდა თ.ბ.-სთან,  თურქეთში მყოფ ,,კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას ''ქურდული გარჩევისთვის'' ​ მიმართა. 

თავის მხრივ, თ.ბ.-მ (მეორე დაკავებული)  დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად თურქეთში მყოფ სხვა "კანონიერ ქურდს“ მიმართა და  შეეცადა თენგიზ ხოფერიასთან საკითხის გარკვევას. გარჩევებში, ასევე, ჩართული იყო კ. ბ.  გამოძიების ინფორმაციით, ის ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას.

გამოძიებამ დააგინა, რომ ქურდული გარჩევა შედგა და „კანონიერმა ქურდმა“ თენგიზ ხოფერიამ თ.ბ.-სა და დ.გ.-ს შორის ფინანსური უთანხმოება დ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

"ბრალდებულმა დ. გ.-მ მიმდინარე წლის მაისში კვლავ მიმართა „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიას და კრიმინალურ ავტორიტეტ ძმებს - ლ. და გ. დ.-ებს და ზ. კ.-ს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით მოგვარება სთხოვა. თენგიზ ხოფერიამ აღნიშნული დავა „ქურდული გარჩევის“ გზით განიხილა და ფინანსურ დავაში მონაწილე მხარეები, მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად, დ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა" - წერია შსს განცხადებაში. 

გამოძიებით დადგინდა, რომ „კანონიერ ქურდ“ თენგიზ ხოფერიასთან სისტემატური კავშირი ჰქონდა დ.მ.-ს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებაში.

გამოძიების ინფორმაციით, კიდევ ერთი ქურდული გარჩევა მიმდინარე წლის ივნისში მოხდა.  დ. მ.-მ  ქონებრივი დავის მოსაგვარებლად თენგიზ ხოფერიას დააკავშირა ს. ჯ.

დ. მ. „კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად,  სისტემატურად უკავშირდებოდა ს. ჯ.-ს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით აიძულა, აღესრულებინა ,,კანონიერი ქურდის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ფოტო: exclusivenews.ge

 

 

ამავე კატეგორიაში