აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ვებგვერდის რედაქტორებსა და ტელევიზიის რეპორტიორებზე კონკურსს აცხადებს

13 აგვისტო 2018, 00:00 2769 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ვებგვერდის რედაქტორებსა და  ტელევიზიის რეპორტიორებზე კონკურსს აცხადებს. 

ჟურნალისტებს აჭარის ტელევიზია ხულოსა და თბილისის ბიუროებში ეძებს. ერთი ვაკანტური ადგილი მაღალმთიანეთში, ერთიც კი დედაქალაქშია. 

მაუწყებელი მაღალი მოტივაციისა და ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანს ეძებს,  რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია ​ და სურვილი გახდეთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი.  მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილი კადრები, თუმცა ეს ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არ არის. 

ორი ვაკანსიაა ახალი ამბების სამსახურში, ვებ-გვერდის რედაქტორის პოზიციაზე. აჭარის მაუწყებელი ელოდება გამოცდილი, პროფესიონალი კადრების განაცხადებს, რომლებიც მაღალი ეთიკური სტანდარტებით მუშაობენ. კარგად ფლობენ ქართულ ენას,  აინტერესებთ ახალი მედია და ტექნოლოგიები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის შეეძლოს ოპერატიულად მუშაობა, მათ შორის ექსტრემალურ სიტუაციებში. 

მაუწყებელი შერჩეულ კანდიდატებთან დროებით კონტრაქტს აფორმებს, გამოსაცდელი ვადა სამი თვეა. 

დაინტერესების შემთხვევაში ​გამოგზავნეთ სამოტივაციო ​წ​ერილი, პირადობის მოწმობის ასლი და რეზიუმე HR@ajaratv.ge-ზე. განცხადებების მიღება 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://ajaratv.ge/article/ge/41

ამავე კატეგორიაში