26 წელი აფხაზეთის ომიდან

14 აგვისტო 2018, 00:00 2105 ნახვა

აფხაზეთში რუსულ საოკუპაციო ძალებთან დაწყებული ომიდან ზუსტად 26 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, დილის 7 საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. 

ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში ქართული ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა. სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის მტკიცებით, ინგირი-სოჭის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარების გეგმის შესახებ აფხაზეთში იცოდნენ. შევარდნაძე ამბობდა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბასთან პირადად შეათანხმა ეს საკითხი, მაგრამ როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ, რუსული სამხედროების მხარდაჭერით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში ცეცხლი გახსნა. 

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 30 000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250.000-ზე მეტ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა. ომი 13 თვეს გაგრძელდა,1993 წლის 27 სექტემბერს კი  სოხუმის დაცემით დასრულდა.

ამავე კატეგორიაში