''აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა''-სოფლის მეურნეობის სამინისტრო

14 აგვისტო 2018, 00:00 2127 ნახვა

''აზიური ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა”- ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, შედეგს კი გატარებული მასშტაბური ღონისძიებებით ხსნის. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა, ფაროსანა, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფიქსირდება.

უწყებაში აცახდებენ, რომ სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ქიმიური წამლობის პარალელურად, მოსახლეობა უნდა ახდენდეს თხილის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას. მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებისთვის, მიმდინარე წელს 2017 წელთან შედარებით, მობილიზებულია 10-ჯერ მეტი სპეციალიზებული ტექნიკა.

ამავე კატეგორიაში