ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

14 აგვისტო 2018, 00:00 2693 ნახვა

ტრაპიზონში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება, ინფორმაცია ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოში დაგვიდასტურეს. 

მათი ცნობით, სამარშრუტო ტაქსიში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე უკვე გამოემგზავრა საქართველოში. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. 

ავარია ტრაპიზონში, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. ქართული სანომრე ნიშნების მქონე მიკროავტობუსი ტრასაზე გადაბრუნდა, შედეგად დაშავდა 3 მოქალაქე. მძღოლ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში