მძღოლების აქცია

14 აგვისტო 2018, 00:00 2207 ნახვა

აქცია დღეს მთავრობის სახლთან სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა გამართეს. ისინი იმ  შეზღუდვას აპროტესტებენ, რომელიც  საზღვრის კვეთას ეხება. მათი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვებს ძირითადად თურქეთში ახორციელებენ, თვე-ნახევარია  კი იქ გადასასვლელად შესაბამისი ნებართვის აღებას ვერ ახერხებენ. მძღოლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.  

მძღოლებს  დღეს აჭარის მთავრობის  საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. ალექსანდრე დავითაძის განცხადებით, პრობლემა  ავტომობილთა ზრდამ გამოიწვია. მისივე განმარტებით,  საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში