“ბეთლემის” მწვრთნელი გადადგა

15 აპრილი 2016, 00:00 6230 ნახვა

ქედის „ბეთლემის“ მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ კუნჭულიამ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მიზეზებზე კუნჭულიამ სატელევიზიოდ საუბარი არ ისურვა. საფეხბურთო გუნდ გაგრასთან 8-1 წაგებული მატჩის შემდეგ ბეთლემში რეორგანიზაცია დაიწყო. პარალელურად გუნდს ოთხი ახალი ფეხბურთელი დაემატა. ბეთლემი ამ ეტაპზე 36 ქულით პირველ ლიგაში მეცხრე ადგილზეა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ 5 ტურში ორი მატჩის მოგება სჭირდება. აქვე შეგახსენებთ რომ პირველის წრის შემდეგ ქედის ბეთლემი პირველი ლიგის სამეულში შედიოდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში