სტრატოკუმულუსის ღრუბელთა სახეობა შავი ზღვისპირეთში

15 აგვისტო 2018, 00:00 5193 ნახვა

ბოლო ორი დღეა ბათუმში  სტრატოკუმულუსის (Stratocumulus) სახეობის ღრუბლების მასები ვრცელდება.

(Stratocumulus)

ეს არის საერთაშორისო ღრუბლების ატლასში შესული ერთ-ერთი  ლამაზი სახეობა. ის დედამიწის ზედაპირთან ახლოს მყოფი ღრუბელთა ნაკადია, რომელიც გადაჭიმულია ვრცელ მანძილზე და ხშირ შემთხვევაში მზის ჩასვლისას წარმოიქმნება.

ასევე, მისთვის დამახასიათებელია ღრუბლების უწყვეტი ფენა, რომელსაც სხვადასხვანაირი ფორმა აქვს.  ის შესაძლოა იყოს,  ფერადიც და მუქი ნაცრისფერიც, წარმოშობის ადგილის მიხედვით  ერთმანეთისგან განსხვავდება.  მას ზოგჯერ თან ახლავს მცირე ინტენსივობის წვიმა, თუმცა ის უმეტესწილად ანტიციკლონის გამყარების დროს წარმოიქმნება, რომელიც კარგი ამინდს განაპირობებს.

ბათუმში სტრატოკუმულუსის ღრუბლები მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა და განსაკუთრებით მიმზიდველი ის მზის ჩასვლისას იყო, სწორედ ამ დროს არის ოქროსფერი.

ლამაზი ღრუბლების სახეობის ნახვა მომდევნო დღეებშიც შეგეძლებათ.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში