სასტუმრო ''ველმონდის'' მენეჯმენტი ოფიციალურ განცხადებას ერთ საათში გააკეთებს

16 აგვისტო 2018, 00:00 2081 ნახვა

რას გეგმავს სასტუმრო ''ველმონდის'' ადმინისტრაცია, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ტურისტების შენობიდან გასაყვანად ვადა 17 აგვისტომდე მისცა. 

მენეჯმენტი ოფიციალურ განცხადებას დღეს, 13 საათზე გააკეთებს.

გენერალურმა დირექტორმა მედიის წარმომადგენლებს მხოლოდ ის უთხრა, რომ 300-მდე ტურისტი და დასაქმებული პერსონალი ჯერჯერობით სასტუმროში რჩება.

''ყველა ზომა მიღებულია, ტექნიკური დეპარტამენტის პერსონალი, დაცვის სამსახური 24 საათის განმავლობაში სასტუმროში ვიმყოფებით. ამ წუთში არის 300-მდე დამსვენებელი და 400-მდე პერსონალი. ოფიციალურ განცხადებას 13 საათზე გავაკეთებთ'' - ამბობს ​ალპერ პინალი, რომელიც სასტუმრო ''ველმონდის'' გენერალური დირექტორია.

სასტუმროში აგვისტოში ნომრების დიდი ნაწილი დაჯავშნულია.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს 18:00 საათამდე მისცა ვადა, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და საქმიანობა შეწყვიტოს.

სასტუმროს იურისტმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გუშინ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია გეგმავს სააგენტოს თხოვნით მიმართოს, ობიექტის დაცლა გადავადდეს და დროებით მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცეთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში