ბათუმში სამი მამაკაცი დაჭრეს

20 ივლისი 2016, 00:00 5164 ნახვა

ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ-ერთ ღამის კლუბში სამი მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ჭრილობები გადატეხილი ბოთლითაა მიყენებული. ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ სამედიცინო ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გადაიყვანა, ხოლო 2 მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში თავად მივიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც განზრახ მძიმე დაზიანებებს გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში