სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართვა ფარმაცევტულ დაწესებულებებს

17 აგვისტო 2018, 00:00 1634 ნახვა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, ვალსარტანის შემცველი ზოგიერთი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია შეწყვიტონ და მათი ბაზრიდან გამოთხოვა უზრუნველყონ.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, სამკურნალო საშუალებების ზედამხედველობისა და მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოში შევიდა შეტყობინება ერთერთი კომპანიის მიერ წარმოებულ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტ ვალსარტანში დაფიქსირებული მინარევების შესახებ.

ამავე კატეგორიაში