იანოშ ჰერმანი: ''ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს''

17 აგვისტო 2018, 00:00 1438 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის  განცხადებით,  საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით იდგმება ევროკავშირი მხარს უჭერს. იანოშ ჰერმანს ჟურნალისტებმა სერგეი შამბას მიერ ''ეხო მასკვისთვის'' მიცემული ინტერვიუს შესახებ ჰკითხეს. შეგახსენებთ,  შამბამ, განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია, საქართველოში მეგობრებიც ჰყავს და აღნიშნა, რომ დიალოგზე საუბარი  პირველმა თავად დაიწყო.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, იანოშ ჰერმანის განცახდებით, ევროკავშირს არასოდეს წამოუყენებია ოფიციალურად უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების საკითხი. მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მკაფიო იყო საქართველოს მთავრობასთან და  ძალიან აფასებენ საქართველოს მთავრობის მზაობას პრობლემების მოგვარების კუთხით. განცხადება სასამართლო რეფორმაზეც გააკეთა, განმარტა, რომ მიუხედავად პროგრესისა, ამ სფეროში რეფორმა უნდა გაგრძელდეს.

ამავე კატეგორიაში