სასტუმრო „ველმონდმა“ ფუნქციონირება 3 საათში უნდა შეწყვიტოს

17 აგვისტო 2018, 00:00 1939 ნახვა

სასტუმრო „ველმონდი“ მუშაობას საღამოს 6 საათზე შეწყვეტს. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება, პროცესში ჩართულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც. რა დროით შეაჩერებს მუშაობას ყოფილი „ლეოგრანდი“ უცნობია, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის გამოასწორებს ადმინისტრაცია  უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ინფორმაციით სასტუმროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში