ახვლედიანის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება

17 აგვისტო 2018, 00:00 1520 ნახვა

ბათუმის მერიამ ინვესტორი იპოვა, რომელიც ახვლედიანის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ტერიტორიაზე, ახალ, მცირე ზომის კორპუსს ააშენებს. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული დღეს, 17 აგვისტოს გამოვლინდა. ახალი კორპუსის მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. აუქციონში გამარჯვებულმა ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე 5 ათასი 430 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 590 ათას 850 ლარად იყიდა, იმ პირობით რომ ახვლედიანზე ააშენებს სახლს დაზარალებულებისთვის. მანამდე აუქციონი სამჯერ ჩავარდა.

შეიცვალა პირობები და შემცირდა ფასი. აფეთქების შედეგად 10 დეკემებერს 7 ადამიანი დაშავდა. 9 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. 45 ბინა კი დაზიანდა. დაზიანებული სახლის დემონტაჟი იანვარში დასრულდა.

ამავე კატეგორიაში