საფრთხის შემცველი მედიკამენტები

17 აგვისტო 2018, 00:00 2036 ნახვა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართავს, ვალსარტანის შემცველი ზოგიერთი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია შეწყვიტოს, ამასთან ამოიღოს ბაზრიდან.  მათი ინფორმაციით, სამკურნალო საშუალებების ზედამხედველობისა და მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოში შევიდა შეტყობინება ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ აქტიურ ფარმაცევტულ სუბსტანცია ვალსარტანში დაფიქსირებული მინარევების შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო ონ.გე-ს ინფორმაციით კიბოს რისკის შემცველი კარდიოლოგიური მედიკამენტების, ე.წ. წნევის წამლების ნაწილი სააფთიაქო ქსელებში, 13 აგვისტოს გამოცემული ბრძანების მიუხედავად 16 აგვისტოს ისევ იყიდებოდა. დღეს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. დავით სერგეენკომ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ამ სუბსტანციის შემცველი ყველა მედიკამენტი არ არის ამოღებული ხმარებიდან. ამიტომ მოქალაქეები, რომლებიც ვალსარტანის შემცველ წამალს სვამენ არ უნდა შეწყვიტონ მიღება და წამლის ჩანაცვლების მიზნით კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ. 

ამავე კატეგორიაში