საგარეო უწყებაში მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ

18 აგვისტო 2018, 00:00 2268 ნახვა

გაიტაცეს თუ არა გემი მეკობრეებმა, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერსიას ამ ეტაპზე ვერ გამორიცხავენ. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა. გემი „პანტელენა“ ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა.

სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანიაა Lotus Shipping-ი აწარმოებს. ბოლო კონტაქტი გემთან, 14 აგვისტოს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა. გემის ეკიპაჟის 19 წევრიდან 17 ბათუმელი მეზღვაურია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში