„ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესია“- გემთმფლობელი კომპანია

18 აგვისტო 2018, 00:00 2356 ნახვა

ბერძნული გემთმფლობელი კომპანია, რომლის გემიც ქართველ მეზღვაურებთან ერთად გაქრა, განცხადებას ავრცელებს. Lotus Shipping-ი მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს პატივი სცენ ბორტზე მყოფი პირების ოჯახის წევრებს ამ მძიმე პერიოდში და არ გაასაჯაროვონ მათი სახელები და გვარები.

ტექსტში აღნიშნულია, რომ კომპანიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრებისთვის. კომპანია „იალქან“-ში კი საიდანაც მეზღვაურები გემზე გაუშვეს ვარაუდობენ, რომ ხომალდი მეკობრეების ხელშია. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში