#ჰუმანურინარკოპოლიტიკისთვის

19 აგვისტო 2018, 00:00 1624 ნახვა

„ბათუმი იბრძვის ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“ ამ სლოგანით იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრები ნაროპოლიტიკის შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვის დაჩქარებას ითხოვენ. მათი თქმით,  ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის რეფორმა დროულად უნდა გატარდეს და სახელწიფოს ამ მიმართულებით  ჰუმანური  მიდგომები უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ მიმდინარე წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. საკითხის განხილვა პარლამენტში უკვე დაწყებულია. ასევე  30  ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

ამავე კატეგორიაში