ტრაპიზონში ავარიის დროს დაშავებული ორი მოქალაქე კლინიკას დღეს დატოვებს

20 აგვისტო 2018, 00:00 2527 ნახვა

ტრაპზონში მომხდარი ავტო ავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს 2 მოქალაქეს სამედიცინო დაწესებულებებიდან დღეს გაწერენ, დაშავებულებს ინტენსიური მკურნალობის კურსი და ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ. საკონსულოს ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოქალაქეები სარეაბილიტაციო კურსს ბათუმის კლინიკებში განაგრძობენ.   

ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება და  ინტენსიური მკურნალობა უტარდბა დაზარალებულ კაცს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

შეგახსენებთ,  თურქეთში, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა,ტრანსპორტით საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. ისინი მეზობელ ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.

დაშავდა სამი მათგანი.  სამარშრუტო ტაქსიში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქის   საქართველოში დაბრუნება კი იმ დღესვე გადამზიდმა კომპანიამ უზრუნველყო. 

სამართშრუტო ტაქსის მძღოლი რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა საგამოძიებიო მოქმედებები გრძელდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში