''ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი'' - ახალი ტურისტული მარშრუტი მთიან აჭარაში

20 აგვისტო 2018, 00:00 3229 ნახვა

 სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება მიმდინარეობს. „ჩირუხი-ხიხანი-გოდერძი“ - ასე ჰქვია მარშრუტს, რომლის მარკირებასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ანხორციელებს.  

ახალი ტურისტული მარშრუტი ალპურ ზონაშია. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია. 

ამავე კატეგორიაში