სარფში მარიხუანა აღმოაჩინეს 

20 აგვისტო 2018, 00:00 5268 ნახვა

საბაჟო-გამშვებ პუნქტ სარფსა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად იპოვეს.

ამოღებული მარიხუანას საერთო წონა 19.74 გრამი იყო. 

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

ამავე კატეგორიაში