ბათუმსა და თბილისში 16 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

21 აგვისტო 2018, 00:00 4268 ნახვა

ბათუმსა და თბილისში  1618  კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  16 000 ლარს აღემატება. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის  განკუთვნილი „HEETS“ ფირმის თამბაქოს  ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე  ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში