შსს-მ თაღლითობისა და კიბერდანაშაულის ბრალდებით ჯგუფი დააკავა

21 აგვისტო 2018, 00:00 1753 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, უწყების და  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად,  ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს. დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, და ამ გზით კი უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს. უწყების ცნობით, გამოძიების პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს. დანაშაული  7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში