ტრაპიზონში ავტოავარიის შედეგად, დაშავებული მამაკაცი კლინიკაში რჩება

22 აგვისტო 2018, 00:00 1977 ნახვა

ტრაპიზონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, დაშავებული მამაკაცი ამ დრომდე ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება და ინტენსიურ მკურნალობას გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებული ქალი, რომელიც კვლავ თურქეთში რჩებოდა, საქართველოში რეანომობილით უკვე გადმოიყვანეს. ის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მოათავსეს. დაშავებულს თურქეთში უკვე ჩაუტარდა სახის ძვლის მოტეხილობებზე ქირურგიული ოპერაცია. პაციენტს სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.  რაც შეეხება  მკურნალობისთვის საჭირო თანხებს, მას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.

დაზარალებული დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოინახულა.

ორი დღის წინ კი ტრაპიზონიდან ბათუმში კიდევ ერთი დაშავებული მოქალაქე დაბრუნდა.

ავარიის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯების დაფარვა,  საქართველოს გენერალური საკონსულოს მუშაობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს არ მოუწევთ. პარალელურად აქტიურად განიხილება თურქეთში სეზონურად დასაქმებული მოქალაქეებისთვის, სავალდებულო დაზღვევის დაწესების საკითხი.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, თურქეთში, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა, ტრანსპორტით საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. ისინი მეზობელ ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.

დაშავდა სამი მათგანი. სამარშრუტო ტაქსიში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქის საქართველოში დაბრუნება კი იმ დღესვე გადამზიდმა კომპანიამ უზრუნველყო. 

სამარშრუტო ტაქსის მძღოლი რამდენიმე საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში