„ღამის სერენადები“ იწყება

22 აგვისტო 2018, 00:00 1699 ნახვა

ამ წუთებში  საქართველოს განათლების, სამინისტროში  პრესკონფერენცია ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალთან - „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს.

ფესტივალი წელს ბათუმში 26 აგვისტოს სასტუმრო „შერატონის“ დარბაზში დაიწყება და სამი დღე გაგრძელდება.

2 და 4 სექტემბერს კი თბილისში კონსერვატორის დარბაზში დასკვნითი კონცერტები გაიმართება.

ფესტივალზე სტუმრების წინაშე წარდგებიან ლიანა ისაკაძე და მის მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიო კამერული მუსიკის ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ შემსრულებლებს აერთიანებს.

ხელოვანმა ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს დააარსა. ყოველ წელს ფესტივალი აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა.

1991 წელს ფესტივალმა შეწყვიტა არსებობა და მისი აღდგენა მხოლოდ 18  წლის შემდეგ, 2009 წელს ბათუმში განახლდა.

ამავე კატეგორიაში