წითელას აცრა საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

22 აგვისტო 2018, 00:00 2430 ნახვა

წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და კანონპროექტის განხილვა მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე მოხდება.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს დაავადებით  ორი მოქალაქე გარდაიცვალა.

წითელას პიკი გასულ წელს აჭარის რეგიონიდან დაიწყო და 2018-ში უკვე ინფექციის 1300-მდე შემთხვევაა. ქვეყანაში ამ დრომდე 20-დან 40 წლამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანია აუცრელი.

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ვისაც არ აქვს აცრა ჩატარებული, ან არ ახსოვს აქვს თუ არა გადატანილი წითელა, ვაქცინაცია გაიკეთონ. 

ამავე კატეგორიაში