წითელას აცრა საქართველოში, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

22 აგვისტო 2018, 00:00 1810 ნახვა

წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და კანონპროექტს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, წელს დაავადებით ორი მოქალაქე გარდაიცვალა. წითელას პიკი გასულ წელს აჭარის რეგიონიდან დაიწყო, 2018-ში  ინფექციის 1 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ამ დრომდე 20-დან 40 წლამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანია აუცრელი. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ვისაც არ აქვს აცრა გაკეთებული, ან არ ახსოვს აქვს თუ არა გადატანილი წითელა, აუცილებლად ჩაიტაროს ვაქცინაცია. 

ამავე კატეგორიაში