ბათუმში იტალიის საზღვაო ფლოტის ხომალდი შემოვიდა

23 აგვისტო 2018, 00:00 3800 ნახვა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, იტალიის საზღვაო ფლოტის სკოლის ხომალდი „NAVE PALINURO“ დღეს დილით შემოვიდა.

„NAVE PALINURO“ ბათუმში, იტალიის საზღვაო კადეტების სასწავლო პროექტის ფარგლებში, მეგობრული ვიზიტით ჩამოვიდა. 

გემი Palinuro მნახველთათვის ღია იქნება შემდეგ დღეებსა და საათებში:

23 აგვისტო: 16:00 საათიდან 19:00 საათამდე;

24 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და 16:00 საათიდან 18:30 საათამდე;

25 აგვისტო: 09:00 საათიდან 12:00 საათამდე და 16:00 საათიდან 19:00 საათამდე.

სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები  და ბათუმის საზღვაო აკადემიის კადეტები ნავსადგურში დახვდნენ.

იტალიის ხომალდი ბათუმში სამი დღის განმავლობაში დარჩება და საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 26 აგვისტოს დატოვებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში