ბათუმის ქუჩებში სამი ძროხა ''დაიჭირეს'' - მეპატრონე დააჯარიმეს 

24 აგვისტო 2018, 00:00 3034 ნახვა

შპს ''სანდასუფთავების'' თანამშრომლებმა, ბათუმის ქუჩებში შინაური ცხოველები დაიჭირეს. მაკონტროლებლებმა მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიიდან სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. 

მოქალაქე, სამართალდარღვევათა კოდექსის 148-მუხლის მესამე ნაწილით, შინაური ცხოველების უმეთვალყურეოდ დატოვების გამო დააჯარიმეს.

მას 60 ლარის გადახდა მოუწევს, რადგან შედგენილი იქნა სამი ოქმი. თითეული მათგანი 20-ლარიან საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს. 

ამავე კატეგორიაში