საქართველოს დღეს ანგელა მერკელი ეწვევა

23 აგვისტო 2018, 00:00 1969 ნახვა

დღეს საქართველოში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.  თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 წუთზე დაფრინდება. აეროპორტში გერმანიის კანცლერს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდება, რის შემდეგაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

ანგელა მერკელი ოფიციალურ ვიზიტს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს.დაგემილია პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები.  მოგვიანებით კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.  დღეს არის  დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთა, რის შემდეგაც გერმანიის კანცლერი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

შეხვედრები თბილისში ვიზიტის მეორე დღესაც გაგრძელდება. მათ შორის  ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან. გერმანიის კანცლერი ხვალ საოკუპაციო ხაზთან ჩავა, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ამავე კატეგორიაში