ახალ ბულვარში გაჩერებულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

23 აგვისტო 2018, 00:00 2593 ნახვა

ბათუმში, ახალ ბულვარში BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მანქანა გაჩერებული იყო.  მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

ამავე კატეგორიაში