ქობულეთის შემოვლით გზაზე ''ჭკვიანი კამერები'' ამოქმედდა

23 აგვისტო 2018, 00:00 13140 ნახვა

ქობულეთის შემოვლითი გზის 32 კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები აამოქმედა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული.

ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ზაფხულის განმავლობაში, ზოგადი ხედვის 225 ვიდეოკამერა და სიჩქარის მზომი 6 წერტილოვანი რადარი ამოქმედდა. 

''შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი სექციური რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება'' - წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში