აჭარაში 200-მდე ტურისტულ ობიექტში, მომსახურების ხარისხზე კვლევას ჩაატარებენ

24 აგვისტო 2018, 00:00 2545 ნახვა

კვებისა და განთავსების ობიექტებში მომსახურების ხარისხის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევას რეგიონში არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტში ჩაატარებს, მათ შორის 120 განთავსების და 80 კვების ობიექტია.

კვლევის მიზანია რეგიონში მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენა, გაანალიზება და სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის მიზნობრივი სატრენინგო პროგრამის შემუშავება. კვლევისას   მოწმდება   ჯავშნის მიღება, სტუმრების განთავსება, დასუფთავების კომპონენტი,  და მარკეტინგი,    ასევე,   პერსონალის მიერ  ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მომსახურების ხარისხის კვლევა ივლისში დაიწყო და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.  

კვლევის შედეგები პროექტში ჩართულ კვებისა და განთავსების ობიექტებს ინდივიდუალურად დაეგზავნებათ.
 

ამავე კატეგორიაში