ბათუმში მაღაზია გაქურდეს 

24 აგვისტო 2018, 00:00 5084 ნახვა

ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტი გაქურდეს. უცნობმა პირებმა მაღაზიის მინა ჩაამტვრიეს. 

სავაჭრო ობიექტში დასაქმებულები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობენ. ჯერჯერობით უცნობია რისი წაღება მოახერხეს ქურდებმა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე  ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში